воскресенье, 10 мая 2015 г.

მეცხრე დღის რეფლექსია
მოვისმინე ჯგუფის წევრების მომზადებული პროექტები, წარმოვადგინე ჩემი პროექტი. განვიხილეთ, როგორ უნდა შეიქმნას და წარმოვადგინოთ პროექტის მასალები, რომ უფრო საინტერესო იყოს აუდიტორიისთვის, რაზე უნდა გამახვილდეს ყურადღება. როგორ უნდა დავავალოთ მოსწავლეს პროექტის მომზადება, დროის რა მონაკვეთი უნდა მივცეთ ამისათვის, რა მითითებები უნდა მივცეთ პროექტის კეთების პროცესში, როგორ უნდა შევაფასოთ მისი ნამუშევარი.
პროექტზე მუშაობამ მომცა გამოცდილება, როგორ უნდა მოვამზადო და როგორ მოვამზადებინო მოსწავლეს პროექტი, როგორ გამოვიყენოთ კომპიუტერი, ცხრილები, დიაგრამები, ფოტოები და ვიდეომასალები თვალსაჩინოებისთვის.

Комментариев нет:

Отправить комментарий