воскресенье, 10 мая 2015 г.

მეცხრე დღის რეფლექსია
მოვისმინე ჯგუფის წევრების მომზადებული პროექტები, წარმოვადგინე ჩემი პროექტი. განვიხილეთ, როგორ უნდა შეიქმნას და წარმოვადგინოთ პროექტის მასალები, რომ უფრო საინტერესო იყოს აუდიტორიისთვის, რაზე უნდა გამახვილდეს ყურადღება. როგორ უნდა დავავალოთ მოსწავლეს პროექტის მომზადება, დროის რა მონაკვეთი უნდა მივცეთ ამისათვის, რა მითითებები უნდა მივცეთ პროექტის კეთების პროცესში, როგორ უნდა შევაფასოთ მისი ნამუშევარი.
პროექტზე მუშაობამ მომცა გამოცდილება, როგორ უნდა მოვამზადო და როგორ მოვამზადებინო მოსწავლეს პროექტი, როგორ გამოვიყენოთ კომპიუტერი, ცხრილები, დიაგრამები, ფოტოები და ვიდეომასალები თვალსაჩინოებისთვის.

суббота, 9 мая 2015 г.

მერვე დღის რეფლექსია
გადავამოწმე ფაილები საქაღალდეში, ჩავასწორე და სრულყოფილებაში მოვიყვანე სასწავლო პროექტის შაბლონი, მიღებული მასალები მოვათავსე პორტფოლიოში და ეს პორტფოლიო გადავიტანე googl-driv ში.
მიღებული ინფორმაცია განვათავსე ბლოგზე.
განვათავსე გამოკითხვა.
გავეცანი პრეზენტაციას ''ინდივიდუალური განსხვავებები სწავლის დროს''.

суббота, 25 апреля 2015 г.

მეექვსე დღის რეფლექსია
განვიხილე შეფასების სხვადასხვა მეთოდი. ვისაუბრე განმავითარებელ და განმსაზღვრელ შეფასებებზე და მათ მიზნებსა და კრიტერიუმებზე.
დავგეგმე და შევქმენი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი. შევარჩიე დიზაინი, მოვიძიე ინტერნეტში საინტერესო ინფორმაცია და სლაიდები. მომზადებული მასალა განვათავსე ჩემს საქაღალდეში.

воскресенье, 19 апреля 2015 г.

                                    მეხუთე დღის რეფლექსია
ეს მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა სტანდარტების მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ან განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით.


1. შევადგინე პროექტის შაბლონი.
2.ჩემი სასწავლო პროექტის მიხედვით ვისწავლე პრეზენტაციის სწორად და ეფექტურად მომზადება.
3.მომზადებული პრეზენტაცია ავტვირთე გოოგლე-დრაივ სივრცეში.
4.მომზადებული პრეზენტაცია ჩავასწორე და გამოვაქვეყნე ბლოგზე.

пятница, 17 апреля 2015 г.

მესამე დღის რეფლექსია
განვიხილეთ პროექტზე დაფუძნებული სწავლება. პროექტი შესაძლებობას იძლევა მოსწავლეებს განუვითაროს სააზროვნო უნარები, როგორ გამოიყენოს ტექნოლოგიები პროექტის შექმნის დროს, ჩამოაყალიბოს საკუთარი აზრი, რაც ხელს შეუწყობს მეცნიერული კვლევა-ძიების უნარის ჩამოყალიბებას.
ვისწავლეთ ბლოგის შექმნა, გამოქვეყნება, ბროშურის შექმნა.